Sunday, July 20, 2014

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის თემა   (განდეგილისა და საზოგდოებრივი ყოფა
                                   ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მიხედვით)
საჩვენებელი გაკვეთილი: ქართული ლიტერატურის სწავლების საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი: გაკვეთილს ესწრება 24 მოსწავლე.
დრო-90 წუთი, 1-ლი მონაკვეთი 45 წთ, მე-2 მონაკვეთი 45 წთ.
სასწვლო მიზნები:საგაკვეთილო მასალის უკეთ გაგება, გმოყენება, ანალიზი და შეფასება.
სწავლა სხვების მოსაზრებებისა და შეხედულებების საფუძველზე.
საკონიმუკაციო უნარ-ჩვევების შეძენა.
საკუარი თავისადმი რწმენის განმტკიცება.
შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხისი აზრის მოსმენა-გათვალისწინება, დასკვნების გამოტანა, აქტიური მოსმენა. მსჯელობა იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკასა დაინფორმაციის სპეციფიკურობას.

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
XI- 5,1,2,3,4 (მიმართულება კითხვა)      
XI-1,2,4,6,7.
XI-6,1,5,6(მიმართულება კითხვა)
XI-2,1,2.
XI-3,3,4,5(მიმართულება ზეპირმეტყველება)

მოსწავლეთა წინარე ცოდნა: მოსეავლეთა უმეტესმა ნაწილმა კარგად იცის ტექსტი (ილ. ჭავჭავაძის „განდეგილი“), ინფორმირებული არიან განდეგილობაზე.
 გაკვეთილის მსვლელობა: ქართულის მასწავლებელი მოსწავლეთა ცოდნის აქტივიზაციისათვის გაკვეთილს იწყებს მინი-ლექციით. სჰემდეგ მოსწავეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს. მინი-ლექციას დაეთმობა 5 წთ.

დისკუსიის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ რამდენიმე მოსაზრებას „განდეგილის“ შესახებ. სავარაუდოდ დაისმება შემდეგი კითხვები:
1.როგორ ფიქრობთ, განდეგილის გადაწყვეტილება გაშორებოდა „ცოდვის სადგურს“, უსაფუძვლოდ წარმოიშვა თუ მის რადიკალურ არჩევანს რეალური, სერიოზული მიზანი ჰქონდა?
2.თქვენი აზრით, რა განაპირობებს ადამიანის მიერ ისეთი ურთულესი გადაწყვეტილების მღებას, როგორიც სააქაო ცხოვრების უარყოფაა? რას იტყვით, შესაძლებელია ქვეყნისგან  განდგომის სურვილს საზოგადოებაში დამკვიდრებულმა ქაოსმა და უზნეობამაც შეუწყოს ხელი, თუ ასეთი არცევანი მხოლოდ ადამიანის სულში მიმდინარე ტანჯვისა და ბრძოლის შედეგად მიღებული პიროვნული გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებრივ მდგომარეობასთან?
3.რატომ აღძრავს განდეგილი მკითხველში პატივისცემისა და მოწიწების გრძნობას?
4.რატომ დახატა მწერალმა უარყოფითი პერსონაჟი ასეთი თანაგრძნობითა და სიმპათიით?
5.ილიამ თავისი დროისთვის არააქტუალური საკითხი წამოჭრა, თუ ასკეტიზმის კრიტიკა სულაც არ შეადგენდა მის ძირითად მიზანს?
6.არის თუ არა განდეგილი ეგოისტი, მხოლოდ თავის სულზე მოფიქრალი ადამიანი?
7.ზოგი მიიჩნევს, რომ განდეგილი ბრძოლისა და წინააღმდეგობის უნარს არის მოკლებული.  იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას?
8.რა გზით ახდენს განდეგილი სულის გადარჩენას?
9.რით არის განპირობებული მწირის ტრაგედია? რატომ კვდება განდეგილი?
10.რა როლს ასრულებს მწყემსი ქალი განდეგილის ტრაგედიაში?
11.სთავაზობს თუ არა მწყემსი ქალი მისეულ იდეას განდეგილს?
12.შეიძლება ისეთი ნებისყოფისა და მიზანსწრაფის ადამიანი, როგორიც განდეგილი იყო, ქალის გულუბრყვილო შეკითხვებს დაემარცხებია?
13.თქვენი აზრით, როდის მოდის ცთუნება?
14,დამარცხდა მწირი, მაგრამ მარცხდება თუ არა იდეა?

დისკუსიას დაეთმობა 1-ელ მონაკვეთში 35 წთ, მე-2 მონაკვეთში 30წთ.
ბოლოს მასწავლებელი შეაჯამებს დისკუსიის შედეგს და მათ მთავარ აზრებს დააფიქსირებს დაფაზე.
დისკუსიის შემდგომი საქმიანობაა მოსწავლეთა შეფასება ან თვითშეფასება, რისთვისაც შემუშავებულია სპეციალური ანკეტა.
რესურსი:ანალიტიკური კითხვები, დაფა, ცარცი.

ისტ-ის გამოყენებით ვაჩვენებთ მყინვარის სლაიდებს.
by tagigi — უკანასკნელი ცვლილება 2014-07-09 11:06Share
დუსკუსიის შეფასების რუბრიკა      ილ. ჭავჭავაძე „განდეგილი“.
კრიტერიუმი1-34-56-78-10
1,აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება.არ შეუძლია აზრის ჩამოყალიბება.უჭირს აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება.ნაწილობრივ შეუძლია აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.მსჯელობს კარგად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
2,საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან.არ შეუძლია არგუმენტირება მხატვრული ნაწარმოებიან.უჭირს არგუმენტირება, ციტატების მოხმობა ნაწარმოებებიდან. არგუმენტები არადამაჯერებელია, არ არის გამყარებული მაგალითებით.სათქმელი დასაბუთებულია არგუმენტებით, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში არ არის გამყარებული მაგალითებით.მსჯელობს არგუმენტირებულად.
არგუმენტები დამაჯერებელია და გამყარებულია მაგალითებით.
3,იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება, შეპირისპირება, მიზეზ-შედეობრიობა).არ შეუძლია საორგანიზაციო მოდელების გამოყენება. კერძო საგნებისა და მოვლენების შედარება შეპირისპირება, მიზეზ-შედეგობრიობა.უჭირს შედარება-შეპირისპირება საგნებსა და მოვლენებს შორის. აგრეთვე მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა.ცდილობს მოახდინოს საგნებისა და მოვლენების შედარება შეპირისპირება, მიზეზ-შედეგობრიობა.კარგად შეუძლია საგნებისა და მოვლენების დაკავშირება. აგრეთვე მიზეზ-შედეგობრიობის განსაძღვრა.
4,გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან.არ შეუძლია დასკვნების გამოტანა როგორც საკუთარი, ასევე სხვების მსჯელობიდან.უჭირს დასკვნების გამოტანა როგორც საკუთარი, ასევე სხვების მსჯელობიდან.ნაწილობრივ შეუძლია დასკვნების გამოტანა როგორც საკუთარი, ასევე სხვების მსჯელობიდან.კარგად აკეთებს დასკვნებს როგორც საკუთარი, ასევე სხვების მსჯელობიდან.




გაკვეთილის თემა:ქართული რომანტიზმი
სწავლების საფეხური-III
კლასი-XI
მოსწავლეთა პროფილი-24 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა-არა არის
თემატური ქართულის მნისჰვნელობა/აქტუალობა:ქართული რომანტიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, წარმოშობის მიზეზებსა და მსოფლმხედველობრივ პრინციპებზე მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, ახალი ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ცოდნის მნიშვნელობისადა სარგებლიანობის განსაზღვრა.
ეპოქისთვის დამახასიათებელი კულტურული კონტექსტის ზოგადი გააზრება.
გაკვეთილის მიზანი: განსაზღვროს კითხვის მიზანი. გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები. მონიშნოს ეპოქისთვის დამახასიათებელი ისტორიული პასაჟები, ჩამოაყალიბოს სათქმელი თანმიმდევრობით. გამოიყენნებს შესაბამისი ჩანაწერები ძირითადი ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახასიათებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად.
შედეგი: ქართ. XI-8.1.2.3.4.(მიმართულება კითხვა).
განსაზღვრავს კითხვის მიზანსა და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს. მოინიშნავს საკითხებს,
რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში. განიხილავს ეპოქის შესახებ
მისთვის ნაცნობ ინფორმაციას. მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისთვის დამახასიათებელ ისტორიულ პასაჟებს.
XI-1.4.1.5(მიმართულება წერა).
განსაზღვრავს მიზანს, იყენებს ჩანაწერებს ძირითადი ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად. წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა უკვე იციან ევროპული რომანტიზმის წარმოშობის ისტორია. ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული მიმდინარეობის ძირითად მახასიათებელზე.
შეფასების ტიპები: განმავითარებელი.
გამოყენებული იქნა თვითშეფასების ფორმები.
სასწავლო მასალა: ტექსსტი (ქართული რომანტიზმი).
რესურსი: ფურცელი, ავტოკალამი.
უნარ-ჩვევები: აძლიერებს ტექსტის კითხვისა და მასზე მუშაობის მოტივაციას.
ავითარებს კითხვის დასმის უნარ-ჩვევებს.
ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს.
გვიჩვენებს, რა ისწავლა ამ ტექსტით.
გვიჩვენებს რა არის ამ ტექსტში მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი.
გაკვეთილის მნიშვნელობა:
სასწავლო მიზნიდან გამომდინარე, ვირჩევ სტრატეგიას ; ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე “. სამფაზიანი გაკვეთილის მოდელი ითვალისწინებს I ეტაპზე გავაცნო მოსწავლეებს, თუ რა საკითხს ეხება წასაკითხი ტექსტი და ვსთხოვო მათ, შეავსონ სქემა, რისთვისაც უნდა გაიხსენონ და Iგრაფაში ჩაწერონ ყველაფერი, რაც იციან, ან ჰგონიათ, რომ იციან მოცემული საკითხის შესახებ.
II გრაფაში შეკითხვების სახით ჩამოაყალიბონ, რისი გაგებაც სურთ ამ საკითხის შესახებ.
IIIეტაპი კითხვის დასრულრულების შემდეგ იწყება და მდგომარეობს იმაში, რომ სქემის შესახებ გრაფაში მოსწავლეები წეენ იმას, რაც ისწავლეს.
          სქმის ნიმუში ასეთია:
ვიციმინდა ვიცოდევისწავლე

ორგანიზაციის ფორმა-ინდივიდუალური დავალებების დასრულების სემდეგ მოსწავლეები თვითშეფასების სქემით აფასებენ საკუთარ თავს. მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: მეორე დღისთვის უნდა წარმოადგინონ საჯარო მოხსენება თემაზე:

„ ქართველი რომანტიკოსები და საქართველოს პოლიტიკური ბედი XIX საუკუნის Iნახევარში „.

Creative Commons License
პროექტის სახელწოდება-„მომავალი ჩვენია“.
თემა-შეუძლია თუ არა მოსწავლეს შექმნას მხატვრული, სიუჟეტიანი ტექსტი ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
სამიზნე ჯგუფი-მასწავლებელი, მოსწავლეები.
მიზანი: X.12.5. (მიმართულება წერა) შექმნას მხატვრული ტექსტი მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით.
X.12.7.გადმოიტანოს წარსულ ეპოქაში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და შეთხზას სიუჟეტი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. (მაგ: „თამანედროვე მგზავრის წერილები“).
X.12.3. შექმნას ნაარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია.
X.12.4. დაწეროს მოთხრობა მოცემული წინადადების მიხედვით (გაშიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და ჩამოაყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით).
შედეგი:X.12.5. (მიმართულება წერა) ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით.
X.12.7. გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციაულური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ: „თანამედროვე მგზავრის წერილები“).
x.12.3. ქმნის ნაწარმოების დასასრულის საკუთარ ვერსიას.
x.12.4. წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით).
პროექტის აქტუალობა: განავითაროს მოსწავლეებში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას.
მონაწილეთა ასაკი: 14,15,16 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა-2 თვე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ავტოკალამი, ფურცლები, შეფასების რუბრიკები, ვიდეო კამერა, ციფრული და სხვა.
მოსწავლეთა ორგანიზება-ჯგუფური.
დრო-მაისი, ივნისი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).
პროექტი შემოქმედებითია, აქედან გამომდინარე, პროექტის მსვლელობა წარიმართება შემდეგნაირად: თავდაპირველად მასწავლებლის მიერ მოხდება მოსწავლეების არჩევა, ძირითადად მუშაობაში ჩაერთვებიან 14,15,16 წლის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნება.
I-ეტაპი-მოსწავლეები თვითონვე დაასახელებენ თემებს, გამოიკვეთება და შეირჩევა ისეთი თემა, რომელიც იქნება ორიგინალური და დასაინტერესებელი. (45 წთ).
IIეტაპი-4 საათი დაეთმობა წერას. მოსწავლეებს საწერად მიეცემათ თემა „თანამედროვეობის სულიერი მოძღვარი“. (Iდღე).
IIIეტაპი-მეორე დღეს მოსწავლეები წინასწარ შემუშავებული რუბრიკებით მოახდენენ თვითშეფასებას.
IVეტაპი-მოსწავლეთა ნაწერებს ასწორებს მასწავლებელთა ჯგუფისგან შემდგარი კომისია შეფასების რუბრიკების საშუალებით. (რუბრიკაში გათვალისწინებული იქნება 4-5 კრიტერიუმი).
Vეტაპი-გასწორების შემდეგ გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომი.(შეიძლება მოხდეს ნაწარმოებების დახარისხება I-II-IIIხარისხის ნაწარმოებები). (1 დღე).
VIეტაპი-მოხდება გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოვება (წიგნებით და სხვა), აგრეთვე მსწავლეებს მიეცემათ რჩევები ნაწარმოებებთან დაკავსირებით.(1დღე).
VIIეტაპი-მოსწავლეთა ჯგუფი გამარჯვებულ, კარგ სიუჟეტიან თხრობით ტექსტს გადააკეთებს როლურ ტექსტად.(მუშაობა მოხდება 1 კვირის განმავლობაში). ამავე ჯგუფის მიერ მოხდება ტექსტის შეფასება და გამზადება გადასაღებად.
VIIIეტაპი-მოსწავლეები გადაინაწილებენ როლებს. მასწავლებლის დახმარებით დასახელდება რეჟისორი, დეკორატორი, კოსტიუმების ავტორი, გრიმიორი, მუსიკალური გამფორმებელი. მოსწავლეები მოიძიებენ იმ რესურსებს, რომელიც საჭირო იქნება გადაღებისთვის. ვიდეო კამერა. მუსიკალური ნაწარმოები, კოსტიუები და სხვა. დაიწყება მსახიობებისა და რეჟისორის მუშაობა. ( მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვის განმავლობაში).
IXეტაპი-მოხდება გადაღება. (2-3 დღე).
Xეტაპი-საზოგადოება ნახავს გადაღებულ მასალას.(1დღე).
XIეტაპი-მოხდება გადაღებულის შეფასება.(1 დღე).
XIIეტაპი-მოხდება პროექტის შეფასება პრეზენტაციის საშუალებით, აქაც პრეზენტატორი იქნება მოსწავლე, იგი მასწავლებლის დახმარებით შეძლებს მოამზადოს კარგი პრეზენტაცია.
XIIIეტაპი-სკოლისგან მოხდება მოსწავლეთა წახალისება სხვადასხვა ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინე ყიფიანი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mkiphiani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lemill.net