გაკვეთილის თემა (განდეგილისა და საზოგდოებრივი ყოფა
ილია ჭავჭავაძის
„განდეგილის“ მიხედვით)
საჩვენებელი გაკვეთილი: ქართული ლიტერატურის სწავლების
საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი: გაკვეთილს ესწრება 24 მოსწავლე.
დრო-90 წუთი, 1-ლი მონაკვეთი 45 წთ, მე-2 მონაკვეთი
45 წთ.
სასწვლო მიზნები:საგაკვეთილო მასალის უკეთ გაგება, გმოყენება,
ანალიზი და შეფასება.
სწავლა სხვების მოსაზრებებისა და შეხედულებების საფუძველზე.
საკონიმუკაციო უნარ-ჩვევების შეძენა.
საკუარი თავისადმი რწმენის განმტკიცება.
შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა,
სხისი აზრის მოსმენა-გათვალისწინება, დასკვნების გამოტანა, აქტიური მოსმენა. მსჯელობა
იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკასა
დაინფორმაციის სპეციფიკურობას.
ეროვნული სასწავლო
გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
XI- 5,1,2,3,4 (მიმართულება კითხვა)
XI-1,2,4,6,7.
XI-6,1,5,6(მიმართულება კითხვა)
XI-2,1,2.
XI-3,3,4,5(მიმართულება ზეპირმეტყველება)
მოსწავლეთა წინარე ცოდნა: მოსეავლეთა უმეტესმა ნაწილმა
კარგად იცის ტექსტი (ილ. ჭავჭავაძის „განდეგილი“), ინფორმირებული არიან განდეგილობაზე.
გაკვეთილის
მსვლელობა: ქართულის მასწავლებელი მოსწავლეთა ცოდნის აქტივიზაციისათვის გაკვეთილს იწყებს
მინი-ლექციით. სჰემდეგ მოსწავეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს. მინი-ლექციას
დაეთმობა 5 წთ.
დისკუსიის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ რამდენიმე
მოსაზრებას „განდეგილის“ შესახებ. სავარაუდოდ დაისმება შემდეგი კითხვები:
1.როგორ ფიქრობთ, განდეგილის გადაწყვეტილება გაშორებოდა
„ცოდვის სადგურს“, უსაფუძვლოდ წარმოიშვა თუ მის რადიკალურ არჩევანს რეალური, სერიოზული
მიზანი ჰქონდა?
2.თქვენი აზრით, რა განაპირობებს ადამიანის მიერ ისეთი
ურთულესი გადაწყვეტილების მღებას, როგორიც სააქაო ცხოვრების უარყოფაა? რას იტყვით,
შესაძლებელია ქვეყნისგან განდგომის სურვილს
საზოგადოებაში დამკვიდრებულმა ქაოსმა და უზნეობამაც შეუწყოს ხელი, თუ ასეთი არცევანი
მხოლოდ ადამიანის სულში მიმდინარე ტანჯვისა და ბრძოლის შედეგად მიღებული პიროვნული
გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებრივ მდგომარეობასთან?
3.რატომ აღძრავს განდეგილი მკითხველში პატივისცემისა
და მოწიწების გრძნობას?
4.რატომ დახატა მწერალმა უარყოფითი პერსონაჟი ასეთი
თანაგრძნობითა და სიმპათიით?
5.ილიამ თავისი დროისთვის არააქტუალური საკითხი წამოჭრა,
თუ ასკეტიზმის კრიტიკა სულაც არ შეადგენდა მის ძირითად მიზანს?
6.არის თუ არა განდეგილი ეგოისტი, მხოლოდ თავის სულზე
მოფიქრალი ადამიანი?
7.ზოგი მიიჩნევს, რომ განდეგილი ბრძოლისა და წინააღმდეგობის
უნარს არის მოკლებული. იზიარებთ თუ არა ამ
შეხედულებას?
8.რა გზით ახდენს განდეგილი სულის გადარჩენას?
9.რით არის განპირობებული მწირის ტრაგედია? რატომ კვდება
განდეგილი?
10.რა როლს ასრულებს მწყემსი ქალი განდეგილის ტრაგედიაში?
11.სთავაზობს თუ არა მწყემსი ქალი მისეულ იდეას განდეგილს?
12.შეიძლება ისეთი ნებისყოფისა და მიზანსწრაფის ადამიანი,
როგორიც განდეგილი იყო, ქალის გულუბრყვილო შეკითხვებს დაემარცხებია?
13.თქვენი აზრით, როდის მოდის ცთუნება?
14,დამარცხდა მწირი, მაგრამ მარცხდება თუ არა იდეა?
დისკუსიას დაეთმობა 1-ელ მონაკვეთში 35 წთ, მე-2 მონაკვეთში
30წთ.
ბოლოს მასწავლებელი შეაჯამებს დისკუსიის შედეგს და მათ
მთავარ აზრებს დააფიქსირებს დაფაზე.
დისკუსიის შემდგომი საქმიანობაა მოსწავლეთა შეფასება
ან თვითშეფასება, რისთვისაც შემუშავებულია სპეციალური ანკეტა.
რესურსი:ანალიტიკური კითხვები, დაფა, ცარცი.
ისტ-ის გამოყენებით ვაჩვენებთ მყინვარის სლაიდებს.
No comments:
Post a Comment