სწავლების საფეხური-III
კლასი-XI
მოსწავლეთა პროფილი-24 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა-არა არის
თემატური ქართულის მნისჰვნელობა/აქტუალობა:ქართული რომანტიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, წარმოშობის მიზეზებსა და მსოფლმხედველობრივ პრინციპებზე მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, ახალი ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ცოდნის მნიშვნელობისადა სარგებლიანობის განსაზღვრა.
ეპოქისთვის დამახასიათებელი კულტურული კონტექსტის ზოგადი გააზრება.
გაკვეთილის მიზანი: განსაზღვროს კითხვის მიზანი. გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები. მონიშნოს ეპოქისთვის დამახასიათებელი ისტორიული პასაჟები, ჩამოაყალიბოს სათქმელი თანმიმდევრობით. გამოიყენნებს შესაბამისი ჩანაწერები ძირითადი ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახასიათებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად.
შედეგი: ქართ. XI-8.1.2.3.4.(მიმართულება კითხვა).
განსაზღვრავს კითხვის მიზანსა და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს. მოინიშნავს საკითხებს,
რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში. განიხილავს ეპოქის შესახებ
მისთვის ნაცნობ ინფორმაციას. მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისთვის დამახასიათებელ ისტორიულ პასაჟებს.
XI-1.4.1.5(მიმართულება წერა).
განსაზღვრავს მიზანს, იყენებს ჩანაწერებს ძირითადი ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად. წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა უკვე იციან ევროპული რომანტიზმის წარმოშობის ისტორია. ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული მიმდინარეობის ძირითად მახასიათებელზე.
შეფასების ტიპები: განმავითარებელი.
გამოყენებული იქნა თვითშეფასების ფორმები.
სასწავლო მასალა: ტექსსტი (ქართული რომანტიზმი).
რესურსი: ფურცელი, ავტოკალამი.
უნარ-ჩვევები: აძლიერებს ტექსტის კითხვისა და მასზე მუშაობის მოტივაციას.
ავითარებს კითხვის დასმის უნარ-ჩვევებს.
ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს.
გვიჩვენებს, რა ისწავლა ამ ტექსტით.
გვიჩვენებს რა არის ამ ტექსტში მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი.
გაკვეთილის მნიშვნელობა:
სასწავლო მიზნიდან გამომდინარე, ვირჩევ სტრატეგიას ; ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე “. სამფაზიანი გაკვეთილის მოდელი ითვალისწინებს I ეტაპზე გავაცნო მოსწავლეებს, თუ რა საკითხს ეხება წასაკითხი ტექსტი და ვსთხოვო მათ, შეავსონ სქემა, რისთვისაც უნდა გაიხსენონ და Iგრაფაში ჩაწერონ ყველაფერი, რაც იციან, ან ჰგონიათ, რომ იციან მოცემული საკითხის შესახებ.
II გრაფაში შეკითხვების სახით ჩამოაყალიბონ, რისი გაგებაც სურთ ამ საკითხის შესახებ.
IIIეტაპი კითხვის დასრულრულების შემდეგ იწყება და მდგომარეობს იმაში, რომ სქემის შესახებ გრაფაში მოსწავლეები წეენ იმას, რაც ისწავლეს.
სქმის ნიმუში ასეთია:
ვიცი | მინდა ვიცოდე | ვისწავლე |
ორგანიზაციის ფორმა-ინდივიდუალური დავალებების დასრულების სემდეგ მოსწავლეები თვითშეფასების სქემით აფასებენ საკუთარ თავს. მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: მეორე დღისთვის უნდა წარმოადგინონ საჯარო მოხსენება თემაზე:
„ ქართველი რომანტიკოსები და საქართველოს პოლიტიკური ბედი XIX საუკუნის Iნახევარში „.
No comments:
Post a Comment