Sunday, July 20, 2014

პროექტის სახელწოდება-„მომავალი ჩვენია“.
თემა-შეუძლია თუ არა მოსწავლეს შექმნას მხატვრული, სიუჟეტიანი ტექსტი ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
სამიზნე ჯგუფი-მასწავლებელი, მოსწავლეები.
მიზანი: X.12.5. (მიმართულება წერა) შექმნას მხატვრული ტექსტი მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით.
X.12.7.გადმოიტანოს წარსულ ეპოქაში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და შეთხზას სიუჟეტი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. (მაგ: „თამანედროვე მგზავრის წერილები“).
X.12.3. შექმნას ნაარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია.
X.12.4. დაწეროს მოთხრობა მოცემული წინადადების მიხედვით (გაშიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და ჩამოაყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით).
შედეგი:X.12.5. (მიმართულება წერა) ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით.
X.12.7. გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციაულური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ: „თანამედროვე მგზავრის წერილები“).
x.12.3. ქმნის ნაწარმოების დასასრულის საკუთარ ვერსიას.
x.12.4. წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით).
პროექტის აქტუალობა: განავითაროს მოსწავლეებში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას.
მონაწილეთა ასაკი: 14,15,16 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა-2 თვე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ავტოკალამი, ფურცლები, შეფასების რუბრიკები, ვიდეო კამერა, ციფრული და სხვა.
მოსწავლეთა ორგანიზება-ჯგუფური.
დრო-მაისი, ივნისი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).
პროექტი შემოქმედებითია, აქედან გამომდინარე, პროექტის მსვლელობა წარიმართება შემდეგნაირად: თავდაპირველად მასწავლებლის მიერ მოხდება მოსწავლეების არჩევა, ძირითადად მუშაობაში ჩაერთვებიან 14,15,16 წლის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნება.
I-ეტაპი-მოსწავლეები თვითონვე დაასახელებენ თემებს, გამოიკვეთება და შეირჩევა ისეთი თემა, რომელიც იქნება ორიგინალური და დასაინტერესებელი. (45 წთ).
IIეტაპი-4 საათი დაეთმობა წერას. მოსწავლეებს საწერად მიეცემათ თემა „თანამედროვეობის სულიერი მოძღვარი“. (Iდღე).
IIIეტაპი-მეორე დღეს მოსწავლეები წინასწარ შემუშავებული რუბრიკებით მოახდენენ თვითშეფასებას.
IVეტაპი-მოსწავლეთა ნაწერებს ასწორებს მასწავლებელთა ჯგუფისგან შემდგარი კომისია შეფასების რუბრიკების საშუალებით. (რუბრიკაში გათვალისწინებული იქნება 4-5 კრიტერიუმი).
Vეტაპი-გასწორების შემდეგ გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომი.(შეიძლება მოხდეს ნაწარმოებების დახარისხება I-II-IIIხარისხის ნაწარმოებები). (1 დღე).
VIეტაპი-მოხდება გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოვება (წიგნებით და სხვა), აგრეთვე მსწავლეებს მიეცემათ რჩევები ნაწარმოებებთან დაკავსირებით.(1დღე).
VIIეტაპი-მოსწავლეთა ჯგუფი გამარჯვებულ, კარგ სიუჟეტიან თხრობით ტექსტს გადააკეთებს როლურ ტექსტად.(მუშაობა მოხდება 1 კვირის განმავლობაში). ამავე ჯგუფის მიერ მოხდება ტექსტის შეფასება და გამზადება გადასაღებად.
VIIIეტაპი-მოსწავლეები გადაინაწილებენ როლებს. მასწავლებლის დახმარებით დასახელდება რეჟისორი, დეკორატორი, კოსტიუმების ავტორი, გრიმიორი, მუსიკალური გამფორმებელი. მოსწავლეები მოიძიებენ იმ რესურსებს, რომელიც საჭირო იქნება გადაღებისთვის. ვიდეო კამერა. მუსიკალური ნაწარმოები, კოსტიუები და სხვა. დაიწყება მსახიობებისა და რეჟისორის მუშაობა. ( მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვის განმავლობაში).
IXეტაპი-მოხდება გადაღება. (2-3 დღე).
Xეტაპი-საზოგადოება ნახავს გადაღებულ მასალას.(1დღე).
XIეტაპი-მოხდება გადაღებულის შეფასება.(1 დღე).
XIIეტაპი-მოხდება პროექტის შეფასება პრეზენტაციის საშუალებით, აქაც პრეზენტატორი იქნება მოსწავლე, იგი მასწავლებლის დახმარებით შეძლებს მოამზადოს კარგი პრეზენტაცია.
XIIIეტაპი-სკოლისგან მოხდება მოსწავლეთა წახალისება სხვადასხვა ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინე ყიფიანი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mkiphiani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lemill.net


No comments:

Post a Comment